Monday, 17 January 2011
ინგლისური “ლივერპულის” ვიცე-კაპიტანი, ჯეიმი კარაგერი პრემიერლიგის მოგების უმთავრეს კანდიდატებად მანჩესტერულ კლუბებს, “იუნაიტედსა” და “სიტის” ასახელებს. 32 წლის მცველის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს აქვს, მისი ფეხის დაცდენის შემთხვევით სარგებლობა კი, ყველაზე მეტად “ქალაქელებს” შეუძლიათ.
იტალიურ “ნაპოლის”, სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ნეაპოლელთა მცველი, ჯანლუკა გრავა ხანგრძლივი დროით გამოაკლდა ფეხბურთს. 33 წლის ფეხბურთელმა, “ფიორენტინასთან” გამართულ მატჩში, მუხლის მყესები გაიწყვიტა და იგი იძულებულია, სეზონის ბოლომდე ჩამოშორდეს ფეხბურთს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდმა, ვლადიმერ დვალიშვილმა ისრაელის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 მატჩში გოლი გაიტანა, რაც მის ჰაიფურ კარიერაში პირველად მოხდა. წინა 3 შემთხვევისგან განსხვავებით, ქართველი თავდამსხმელის გოლმა “მაკაბის” 3 ქულა ვერ მოუტანა, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ პირველ ადგილზე მყოფმა ჰაიფელებმა 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.
Subscribe to:
Posts (Atom)