Wednesday, 17 August 2011

ევროპის ლიგის გამარჯვებულის, “პორტუს” კოლუმბიელი ლიდერი, რადამელ ფალკაო აცხადებს, რომ იგი მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშის წინააღმდეგი არაა.
გერმანული და იტალიური პრესის ცნობით, “ვოლფსბურგმა” “ფიორენტინას” ჯილარდინოს შეძენის თაობაზე მიმართა.
ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ელ კლასიკოს შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარები გააკეთეს.
ხუთ მატჩში 3 მოგება და 2 ფრე – ასეთია “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩებში მწვრთნელი გვარდიოლას მონაგარი. გუშინ, კატალონიელმა სპეციალისტმა მშობლიური კლუბი “რეალის” სტადიონზე სათამაშოდ კიდევ ერთხელ გაიყვანა და საკუთარი ფეხბურთელების გარდა, იგი მარცხისგან თავის არიდებას იღბალსაც უნდა უმადლოდეს.
“ბარსა” სუპერთასის პირველ “ელ კლასიკოს” მნიშვნელოვნად შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა. კაპიტანი პუიოლი რომ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებდა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. მცირე დაზიანებები აწუხებდათ პიკეს, ბუსკეტსს, ჩავისა და პედროს, რის გამოც, ოთხივე მათგანმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. განაცხადს მიღმა დარჩა აფელაი.
იმ დროს, როდესაც “ბარსელონას” ფეხბურთელები “სანტიაგო ბერნაბეუს” გასახდელში იყვნენ და “ელ კლასიკოს” მე-2 ტაიმის გასამართად ემზადებოდნენ, ლონდონის “არსენალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანი და ლიდერი, სესკ ფაბრეგასი კარიერას კატალონიურ კლუბში განაგრძობს.
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბუნდესნაკრების” მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთეს.
ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, დაზიანებები მიიღეს ფერნანდო ტორესმა და ხერარდ პიკემ.